სიახლე 

,,პეგასუსის მსოფლიო თასი’’ ამბები ექსკლუზიურად ამერიკიდან 03 02 22

,,პეგასუსის მსოფლიო თასი’’ 5 წელია,რაც სამხრეთ ფლორიდის წამყვან ძვირადღირებულ სპორტულ ღონისძიებად დამკვიდრდა, ის იზიდავს ჰოლივუდის ვარსკვლავებს, მოდის ინფლუენსერებს და უბრალოდ დოღის თაყვანისმცემლებს, რათა თვალი ადევნონ სპორტის წლის ყველაზე საკულტო მოვლენას. ,,2022 წლის პეგასუსის მსოფლიო თასი’’-მა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და 12-რბოლის პროგრამაზე 43,8 მილიონ დოლარზე მეტი ფსონი დაიდო.ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოდის ჩვენება, წვეულებები და კონცერტები მსოფლიოს წამყვანი მომღერლების შესრულებით. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მასალები, სპეციალურად მეცხრე ტალღისთვის ,ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარემ ფლორიდაში,ჩვენმა თანაქალაქელმა და ფოთის იპოდრომის ყოფილმა დირექტორმა პაატა ასათიანმა მოგვაწოდა,რომელიც ,,პეგასუსის მსოფლიო თასს’’ პირადად ესწრებოდა. პაატა ასათიანის თქმით მაიამში გამართულ, წლის ერღ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაში, მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების, დოღის საუკეთესო ცხენები ღებულობდნენ და მიუხედავად პანდემიისა ღონისძიებას ბევრი დამსწრე ჰყავდა. ცნობილია, რომ საპრიზო ფონდი 16 მლნ. დოლარს შეადგენდა. პეგასუსის რბოლის, წლევანდელი გამარჯვებული ცხენი სახელად ,, Life Is Good-‘’ი გახდა,რომელსაც ირად ორტიზ უმცროსი წვრთნიდა. აღსანიშნავია,რომ ქალაქის მერმა 29 იანვარი,,, პეგასუსის მსოფლიო თასი’’-ს დღედ წარადგინა.

მსგავსი სტატიები