სიახლე 

ფოთში ყველა სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 07 02 22

ფოთის ყველა საჯარო და სკოლა დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება. ფოთის საგანმანათებლო რესურსს -ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით: დადასტურებული კოვიდ შემთხვევების გათვალისწინებითა და ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით, ფოთში ყველა საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. აღნიშნული რეგულაცია, 26 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით მოქმედებდა, თუმცა ვადები გახანგრძლივდა და 18 თებერვლამდე სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურად გაგრძელდება. აღსანიშნავია რომ ფოთის ორ კერძო სკოლაში : შ.პ.ს. გიმნაზია და ,,ფიზიკა მათემატიკურ სკოლა’’-ში, სწავლება დასწრებით ფორმატში მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები