სიახლე 

ფოთის „კოლხეთისა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა

2: 0   ბათუმელების სასარგებლოდ.   28 თებერვალს  ფოთის ”კოლხეთმა”  ბათუმის ”დინამოს” ლანჩხუთში “უმასპინძლა”. თამაში   დაძაბული  და საინტერესო გამოდგა.  მიუხედავად იმისა, რომ ფოთელები   გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ და ორივე ტაიმში არაერთი საგოლე მომენტი  შექმნეს,   შეხვედრა  გუნდისთვის საბოლოოდ  სასურველი შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა.   მატჩის ბედი ორმა 11-მეტრიანმა გადაწყვიტა, რომელიც დიმიტრი ტატანაშვილმა  და   გიორგი ბერიაშვილმა წარმატებით შეასრულეს. „ კოლხეთი“ სატურნირო ცხრილში მეთორმეტე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ისინი 6 მარტს ზუგდიდთან გამართავენ. 

მსგავსი სტატიები