სიახლე 

EU4Culture მობილობის კონკურსს აცხადებს 11 02 22

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ხორციელდება

აღნიშნული პროექტის ფარგლებში : EU4Culture აცხადებს მობილობის კონკურსს ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: აზერბაიჯანში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.

კონკურსის პირველი ფაზა 2022 წლის 31 იანვარს იწყება და მოიცავს დაფინანსების შესაძლებლობას სტაჟირების, სასწავლო ვიზიტების, კონფერენციების, პროფესიული განვითარებისა და სხვა აქტივობებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს ცოდნის გაცვლას და კულტურათაშორის დიალოგს

„მობილობის პროექტები შეიძლება განხორციელდეს 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის ივნისამდე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, კონკურსი მოიცავს სამი ტიპის მობილობას :

მოკლე ვადიანი მობილურობა (7-10 კალენდარული დღე) – 1500 ევრომდე

საშუალო ვადიანი მობილურობა (5 კვირამდე) – 3500 ევრომდე

გრძელვადიანი მობილურობა (12 კვირამდე) – 5000 ევრომდე

აღნიშნულ საკითხზე დეტალურად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ირმა გუგუშვილი გვესაუბრება.

აღსანიშნავია,რომ კონკურში მონაწილეობა შეუძლია: 18 წელზე უფროსი ასაკის ხელოვანებსა და კულტურის პროფესიონალებს, საგრანტო სქემა მიზნად ისახავს გააძლიეროს კულტურათაშორისი დიალოგი და ხელი შეუწყოს ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალებს შორის ცოდნის გაზიარებას, მხარი დაუჭიროს მათ პროფესიულ მობილობას და შექმნას კავშირები საერთაშორისო თანამშრომლობისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

მსგავსი სტატიები