ლიბერთი ბანკი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა 11 02 22
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში მერვედ ტარდება. მისი მიზანია, უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. მასში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების 13- 18 წლის მოსწავლეების შეუძლიათ.
ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიღება და მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღვივება – სწორედ ამ მიზნით, ათასწლეულის ინოვაციის მერვე კონკურსი ლიბერთი ბანკის პარტნიორობით ჩატარდება.
კონკურსში გამარჯვებული გუნდი NASA -ში გაემგზავრება, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი ჩაერთვებიან საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკებში ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.