სიახლე 

სისხლის უანგარო დონაცია ბომონდში 16 02 22

დღეს ,,ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდი’’-ში სისხლის უანგარო დონაცია მიმდინარეობს.აღსანიშნავია,რომ საზოგადოებას საშუალება აქვს იმ ადამიანების მიმართ გამოხატოს თანადგომა,რომლებსაც კრიტიკულ სიტუაციაში დახმარება ესაჭიროება. აქციაში ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას,მათ ფოთის მოსახლეობას ჩართულობისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს რომ ქალაქისთვის ,,სისხლის ბანკი’’-ს შექმნა მისასალმებელია.როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ: მოსახლეობის მიერ გაღებული სისხლი, კლინიკა ბომონდის ,,სისხლის ბანკი’’-ში შეინახება და საჭიროებისამებრ პაციენტებს უფასოდ მოხმარდება. ცნობილია,რომ სისხლის დონაცია უსაფრთხო პროცესია და მას სხვა დაავადებების მქონე ადამიანებისათვის, სასიცოცხლო ფუნქცია აქვს.

მსგავსი სტატიები