სიახლე 

ზუგდიდში ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლა გაიხსნა 15 02 22

სამეგრელოში,კერძოდ ზუგდიდში ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლა გაიხსნა,რომელშიც ნებისმიერ მსურველს ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის შესწავლა უფასოდ შეეძლება.სკოლის გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექცია ესწრებოდა. აღსანიშნავია,რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში სულ 29 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს.

მსგავსი სტატიები