საზარელი შემთხვევა ფოთში 15 02 22
საზარელი შემთხვევა ფოთში,გუშინ, დევნილთა დასახლებაში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. ჩვილის ცხედარი დევნილთა დასახლებაში მას შემდეგ იპოვეს, რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.რამდენიმე საათის დაბადებული ბავში გაგუდული იყო და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით: ახალშობილის 27 წლის დედა სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ.ერთ-ერთი ვერსიით, ქალი დააკავეს, თუმცა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.არსებობს ვარაუდი, რომ დედას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა.