დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარების სახელმწიფო პროგრამa დაიწყო 15 02 22
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ.პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსის ირაკლი ლეჟავას თქმით პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენსგანაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების მეორე ეტაპი. 2022 წელს გამოცხადდება, და გრანტს, ჯამში, 200-მდე მიგრანტი მიიღებს.