სიახლე 

ფოთის საგამოფენო დარბაზში, ფოთელი მხატვრების ერთობლივი გამოფენა გაიმართა 23 02 22

ფოთის საგამოფენო დარბაზში, ფოთელი მხატვრების ერთობლივი გამოფენა გაიმართა,სადაც სხვადასხვა თემაზე შექმნილი ორმოცამდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი: ამირან კუპრავას, ჯანო დანელიას, გრიგოლ გაგუას, ხუტა კვარაცხელიას, რევაზ ფუტკარაიას და სერგო ხაზალიას ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს. აღსანიშნავია რომ საგამოფენო დარბაზში შიდა ინტერიერი განახლდა,პანდემიის პირობებში ეს პირველი ოფიციალური გამოფენა იყო. ღონისძიებას კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზატორთა განცხადებით მსგავსი ღონისძიები მომავალშიც გაგრძელდება, შეგახსენებთ რომ საგამოფენო დარბაზის დირექტორად სულ ცოტა ხნის წინ ოთარ ხარჩილავა დაინიშნა

მსგავსი სტატიები