ფოთელმა სპორტსმენმა ბექა კორტავამ შერეულ ორთაბრძოლაში პირველი ადგილი დაიკავა 02 03 22

ფოთელმა სპორტსმენმა ბექა კორტავამ თბილისში გამართულ ღია ტურნირზე ,რომელიც შერეულ ორთაბრძოლაში,კერძოდ მუშტიკრივში მიმდინარეობდა,პირველი  ადგილი მოიპოვა.

 ბექა კორტავა მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია. ის ამ დროისთვის სამოყვარულო ჯგუფში ასპარეზობს.როგორც ბექას მწვრთნელი ბაჩუკი სულამანიძე აღნიშნავს: ბექა ტურნირისთვის გულმოდგინედ ემზადებოდა, ის გამოდიოდა აბსოლიტურ წონით კატეგორიაში,მოლოდინს გადააჭარბა და ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია რომ მარტში ბექა კორტავა თბილისში საქართველოს ჩემპიონატზე ,შერეული ორთაბრძოლებში მიიღებს მონაწილეობას .

ცნობისათვის, ფოთში  ფართის არქონის , გამო მას ვარჯიში სახლის პირობებში უწევს.

მსგავსი სტატიები