სიახლე 

კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორია იზრდება 03 03 22

,,კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თანახმად, მდინარე რიონის შავ ზღვასთან შესართავი ტერიტორია კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილი იქნება განხორციელებული ცვლილების შედეგად, 671. ჰექტარით გაიზრდება კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი და გახდება 44 980 ჰექტარი კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსის ხათუნა ქაცარავას განცხადებით კოლხეთის ეროვნული პარკის ფართობი 671 გაიზრდება, მდინარე რიონის შავ ზღვასთან შესართავი ტერიტორიისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა სახეობების შესანარჩუნებლად, რომელიც გადაშენების პირასაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. აღსანიშნავია რომ კოლხეთის ეროვნულ პარკს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 2021 წლიდან იგი იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.

მსგავსი სტატიები