სიახლე 

საქართველოში მედიკამენტები გაიაფდება 15 03 22

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, შესაბამისი მედიკამენტების ფასი 60%-დან 80%-მდეა შემცირებული. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული, მათი ფასი კი საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული. ჩვენ დავინტერესდით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,რამდენად ფლობს ინფორმაციას ფოთელი მოსახლეობა და მათ ვესაუბრეთ.გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობენ ,რომ მედიკამენტებზე ფასების კლება არ შეიმჩნევა და არც აღნიშნულის შესახებ სმენიათ. აღსანიშნავია რომ, თურქეთიდან იმპორტირებული ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების სია ეტაპობრივად იზრდება და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში.

მსგავსი სტატიები