სიახლე 

ფოთელმა მოკრივეებმა წარმატებას მიაღწიეს 15 03 22

ქალაქ ქუთაისში, ,, მიხო კაპატაძის სახელობის ტურნირი’’ კრივში ჩატარდა, სადაც ფოთის ,,ლედორ თავაძის სასპორტო სკოლი’’-ს მოკრივეებმა წარმატებას მიაღწიეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველ ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს ნიკა გაბელიამ, და ევროპის პრიზიორმა მამუკა სართანიამ . მეორე ადგილზე შოთა ჯიქია და გიორგი ნაროუშვილი გავიდნენ,ხოლო მესამე ადგილი დავით კაჭარავამ, და ნიკოლოზ შარაბიძემ დაიკავეს. საპრიზო ადგილზე გასული მოკრივეები დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ინტერვიუ აღსანიშნავია რომ ფოთელი მოკრივეები საქართველოს ჩემიონატისთვის ემზადებიან,რომელიც ფოთში 5-10 აპრილს ჩატარდება.

მსგავსი სტატიები