სიახლე 

ფოთის სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმით განახლდა 16 03 22

გუშინ,ფოთის სკოლებში,სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში განახლდა. ფოთის საგანმანათლებლო რესურსს- ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას თქმით , პირველი დღის მონაცემებით საკლასო ოთახებში მოსწავლეთა 60% მეტი გამოცხადდა, ხოლო 25 % კვლავ ონლაინ სწავლებაზე იმყოფება. უნდა აღინიშნოს რომ გოთის მე-12 საჯარო სკოლის მეორე კლასში მაწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა ,რის გამოც აღნიშნული კლასი 1 კვირით დაიხურა. ამასთან, ფოთის მესამე საჯარო სკოლაში სწავლა 2 კვირის განმავლბაში დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება, მიზეზი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით შესაბამისი სამსახურების მიერ შენობის მდგრადობის შემოწმებაა. ინტერვიუ. ცნობისათვის,ქვეყანაში არსებული სტაბილური კოვიდ ვითარების გამო,მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში განახლდა.

მსგავსი სტატიები