სიახლე 

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი დელტამიკრონი გამოჩნდა 16 03 22

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი ,,დელტამიკრონი” გამოჩნდა. ექიმი, ეპიდემიოლოგის ნინო ჭანტურიას თქმით მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის – “დელტამიკრონით” ინფიცირების სულ მცირე 17 შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შტამი “დელტას” და “ომიკრონს” აერთიანებს და შესაძლოა, მას “ომიკრონის” გავრცელების უნარი და “დელტას” მიმდინარეობის სიმძიმე ჰქონდეს.
აღსანიშნავია რომ ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გაავრცელა. მისი თქმით რიგმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დელტამიკრონით სულ ცოტა 17 პაციენტია ინფიცირებული, 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში.

მსგავსი სტატიები