სიახლე 

ფოთის საგამოფენო დარბაზში, მაია გერსამიას პერსონალური ნამუშევრების გამოფენა გაიმართა 18 03 22

ფოთის საგამოფენო დარბაზში, ფოთელი მხატვარის მაია გერსამიას პერსონალური ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის 40-მდე ნამუშევარი: ნატურმორტები,პეიზაჟები,პორტრეტები და წიგნის ილუსტრაციები. საღამოს, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზატორთა განცხადებით,ფოთელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენები მომავალში აქტიურად გაგრძელდება.  აღსანიშნავია,რომ მაია გერსამია ფოთის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგია,მისი პერსონალური გამოფენები ბათუმში, თბილისში და სამომავლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ იგეგმება. ცნობისათვის,რამდენიმე თვის უკან,ფოთის საგამოფენო დარბაზის დირექტორად, ოთარ ხარჩილავა დაინიშნა.

მსგავსი სტატიები