სიახლე 

ფოთელმა ვაჟა სიჭინავამ „ზღვის საძმო“-ს ჯგუფთან ერთად დასვენების სკვერი გააშენა 22 03 22

ფოთის მკვიდრმა ვაჟა სიჭინავამ „ზღვის საძმო“-ს ჯგუფთან ერთად,საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით, ჰიდროგრაფიული სამსახურის მიმდებარედ, დასვენების სკვერი გააშენა. როგორც ის აღნიშნავს, სკვერში ადგილობრივები, პატარებთან ერთად იკრიბებიან, რათა ზღვის პირას მყუდრო და სასიამოვნო გარემოში შეძლონ დასვენება. დასასვენებელი სკვერი, ფოთის მოსახლეობის დახმარებით მოეწყო. მოქალაქეებს საკუთარი სახლიდან მშენებლობისთვის საჭირო მასალები და ინვენტარი მოჰქონდათ. ერთობლივი ძალისხმევით მათ შეძლეს ბავშვებისთვის დასვენებისა და სათამაშო სივრცის მოწყობა. პროფესიით ინჟინერი ვაჟა სიჭინავა 1942 წელს დაიბადა. მუშაობდა გემთმშენებელ ქარხანაში, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ასევე იყო შ.პ.ს ,,იხარე ჭეროს“ დირექტორი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს თანაქალაქელს ვაჟა სიჭინავას წელს 80 წელი შეუსრულდა. სამაუწყებლო კომპანია ,, მეცხრე ტალღა ” ულოცავს მას საიუბილეო თარიღს და დღეგრძელობას უსურვებს.

მსგავსი სტატიები