ფოთში, ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა ბრიფინგი მოაწყვეს. 23 03 2022
ფოთში, ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა ბრიფინგი მოაწყვეს,რომლის მთავარი თემა, 2019 -2020 წლების, აუდიტის შედეგების მიხედვით მიღებული დასკვნა იყო.პარტიის წევრების განცხადებით, ანგარიშში ასახულია სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები, კერძოდ, ფინანსური რესურსების მართვაში,როგორიცაა:საწვავის არაეფექტური ხარჯვა. მათივე მტკიცებით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ფოთში ხარვეზით გახორციელდა, თანხების დიდი ნაწილი კი აუთვისებელი დარჩა. ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები საკრებულოსგან დროებითი სამუშაო ჯგუფის შეიქმნას ითხოვენ. ფოთის მერიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ.