სიახლე 

“არტ-გალერეა 34-ში’’ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. 23 .03 .2022

დღეს “არტ-გალერეა 34-ში’’ ჩვენი თანაქალაქელი,ბაჩო კვარაცხელიას დასახმარებლად, ფონდი “ქველმოქმედი 2015”-ისა და “არტ-გალერეა 34”-ის მხარდაჭერით, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე გრაფიკული და ფერწერული რეპროდუქციები იყო წარმოადგენილი, რომელიც ფონდს ბოლო 6 წლის მანძილზე საჩუქრად ფოთელი მხატვრების: მაია გერსამიას, მარიამ ქილიფთარის, გიული ღვანიას,მარიამ ცხადაიას, ქეთევან ჩეჩელაშვილის, ვიქტორია ბასილაიას, მარიამ ქილიფთარის, მაიკო გვალიას, ია როგავასა და პეტრე ზენაიშვილისგან გადაეცა.ცნობილია,რომ შემოსული თანხა ჩვენი თანაქალაქელის, ბაჩო კვარაცხელიას გამოჯანმრთელებას მოხმარდება.შეგახსენებთ,რომ ბაჩო კვარაცხელია რამდენიმე თვის უკან მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და ის ამჟამად სამკურნალოდ თურქეთში იმყოფება.

მსგავსი სტატიები