სიახლე 

„ეს ქვეყანა შენია“ 25 03 22

,,ეს ქვეყანა შენია, გაიზიარე პასუხისმგებლობა,რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი წარმოგდგენთ. გადაცემა ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი განათლების, კერძოდ კი სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციას და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. პროექტს რომელსაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა,ახორციელებს კონსორციუმ კონდრად ადენაურერის ფონდის ხელმძღვანელობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ,,ფონდი ქველმოქმედი 2015″ ის შესახებ.ფონდი „ქველმოქმედი 2015“ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირ,რომელიც 2015 წლის 17 ოქტომბერს – ზაზა გუნცაძის, მონიკა რუხაძის, ჯული ქილიფთარისა და იამზე გორგოტაძის მიერ დაფუნძდა. ფონდი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს და შემოწირულობების შესაბამისად უზრუნველყოს მათზე მზრუნველობის საკითხები.აგრეთვე განახორციელოს სხვა, საქველმოქმედო საქმიანობა – საგანმანათლებლო, სასწავლო, საამომცემლო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული და ემსახურება ფონდის განვითარების მიზანს.ფონდი მიზნების მისაღწევად იღებს შემოწირულობებს, მისი საქმიანობით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, რომლებსაც სურვილი აქვთ თავიანთი წვლილი შეიტანონ ფონდის მიერ დასახული მიზნების განხორციელებაში. აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია, ფონდის დამფუძნებელი იამზე გორგოტაძე.

მსგავსი სტატიები