სიახლე 

კოვიდ რეგულაციების შემსუბუქება და მოსახლეობის დამოკიდებულება 25 03 2022

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,საქართველოში ყველა კოვიდ რეგულაცია გაუქმდა,გარდა დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებისა. მის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება“, – განაცხადა ღიბრაძემ.ჩვენ დავინტერსდით როგორ აფასებს ფოთის მოსახლეობა ქვეყანაში კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებას.როგორც გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რეგულაციების შემსუბუქება, კერძოდ, კი პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულების მოხსნა მისასალმებელია. თუმცა იყვნენ,ისეთებიც,რომლებმაც პირბადის ტარების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეგახსენებთ ,რომ 28 მარტიდან პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში უქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიოლოგიური სურათის დასტაბილურების გათვალისწინებით მიიღო

მსგავსი სტატიები