სიახლე 

გაიზრდება თუ არა ფასი სამარშუტო ტაქსების მომსახურეობაზე ფოთში 28 03 22

საქართველოში საწავავის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4.00 ლარიან ზღვარს მხოლოდ რამდენიმე თეთრით ჩამორჩება.

მარტის დასაწყისში ბარელი ნავთობის ფასმა 2008 წლის შემდეგ პირველად $130-ს გადააჭარბა, შემდეგ ცოტა დაიკლო, მაგრამ ახლა  $111 ღირს, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მეტია.

ავტოგასამართ სადგურებზე უმაღლესი ხარისხი საწვავი 4 ლარი და 20 თეთრი ღირს. ბოლო ორ კვირაში ბენზინზე ფასმა საშუალოდ 90 თეთრით მოიმატა.

ფასების რეკორდულად ზრდის ფონზე ავტომატურად ძვირდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობაც.

ფოთში გავრცელდა ინფორმაცია,იმის შესახებ,რომ სამარშუტო ტაქსების მომსახურეობა 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარამდე გაიზრდება, აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით,მძღოლებს ვესაუბრეთ,როგორც მათ აღნიშნეს ფასების ზრდას ხვალიდან უნდა ველოდოთ,თუმცა ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

აღსანიშნავია,რომ ბენზინგასამართ სადგურებზე ნავთობპროდუქტის ფასი ყოველდღიურად იცვლება და ამჯერად საწვავის ფასმა საქართველოში რეკორდულ მაქსიმუმს გადააჭარბა.

მსგავსი სტატიები