ხათუნა ხაჟომია, წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებელია 29 03 22
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო ,,სპეციალური მასწავლებლის’’ დაჯილდოების, რიგით მეორე ცერემონიაზე გარჯვებული პედაგოგი დააჯილდოვა. წლის საუკეთესო ,,სპეციალური მასწავლებლის ‘’ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი 14 კანდიდატიდან , კომისიამ სამი ფინალისტი შეარჩია, მათგან საუკეთესოს წოდება, ქალაქ ფოთის პირველი საჯარო სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა, ხათუნა ხაჟომიამ მიიღო.გამარჯვებულ პედაგოგს შესაბამისი სიგელი, სამკერდე ნიშანი, ფულადი ჯილდო და პლანშეტური კომპიუტერი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ სპეციალური მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უკვე მეორედ გამართა. საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის ყოველწლიური კონკურსი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის სპეციალური მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი და მის მთავარ მიზანს მათი პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ქვეყნის მასშტაბით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს.