სიახლე 

ანსამბლი ,,ლაზიკა” 25 წლისაა 29 03 22

ქალაქ ფოთის ქორეოგრაფიულმა  ანსამბლმა ,,ლაზიკა“-მ დაარსებიდან დღემდე საინტერესო გზა განვლო, თავიდან იყო  პატარა, ცეკვის სტუდია,რომელიც წლებთან ერთად, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ლაურეატ ანსამბლად იქცა. როგორც ანსამბლის დამფუძნებელი და  საპატიო წევრი გიგლა თურქია აღნიშნავს, ყველაფერი 1997 წელს, ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ბაზაზე,  მაშინდელი სკოლის დირექტორის, თენგიზ ქილიფთარის ინიციატივიტა და მხარდაჭერით დაიწყო.

სკოლაში არსებულმა,ცეკვის სტუდიამ მუშაობა 7 მოსწავლით დაიწყო, მეორე წელს,კი  უკვე დედაქალაქში,იუნესკოს ეგიდით ჩატარებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ,,ლაზ-მებადურთა ცეკვა’’-მ დიდი მოწონება დაიმსახურა და  შემდეგში ანსამბლის წარმატებები განაპირობა. ამ წლების განმავლობაში, იყო კონკურსები,ფესტივალები,გასტროლები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, გრანპრები და აღიარებები, ეს ყველაფერი  კი დაუღალავი ინტენსიური შრომის შედეგად. აღსანიშნავია,რომ ანსამბლს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი შოთა ჩოფლიანი ყავს,  რომელიც ბევრი სიახლის დანერგავას და განახლებულ პროგრამებს გეგმავს.ცნობისათვის, წელს ანსამბლ ,,ლაზიკა’’-ს  25 წელი უსრულდება და ის ფოთში 25-26 აპრილს ,,ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის კოლხურ-ლაზური ფესტივალში’’ მიიღებს მონაწილეობას,რომელშიც შვიდი სხვადასხვა ნომრით იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი სტატიები