სიახლე 

ფოთის მე-17 საბავშვო ბაღში,სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 29 03 22

ქალაქ ფოთის მე-17 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის  ფარგლებში, კაპიტალურად გარემონტდა საბავშვო ჯგუფების ოთახები და საძინებლები.მოპირკეთდება იატაკი და ჭერი. მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გახორციელდა და მისი ღირებულება 209 000 ლარს შეადგენდა . №17 ბაღის გამგისб ნანა კომახიძის თქმით:  რეაბილიტირებული და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფილი საბავშვო ბაღი ხელს შეუწყობს სკოლამდელი ასაკის ბავშვების შესაბამის აღზრდა-განვითარებას და სასკოლო განათლების მისაღებად მათ მზაობას.აღსანიშნავია რომ ფოთში 2018-2021 წლებში, ბუნებრივი აირის გათბობის სისტემით 15-ივე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება აღიჭურვა, აშენდა ორიб ხოლო მიმდინარე სარემონტო სამუშაოები,ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ჩატარდა.

მსგავსი სტატიები