სიახლე 

ფოთის კოლხეთის სტადიონზე საქველმოქმედო მატჩი გაიმართა 31 03 22

გუშინ ფოთის კოლხეთის სტადიონზე საქველმოქმედო მატჩი გაიმართა,რომელშიც ერთმანეთს ფოთის კოლხეთი და ,,გელას მეგობრები” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 2 :2დასრულდა. ცნობისათვის, ,,ფოთის კოლხეთი”‘ ყოფილ ფეხბურთელს, 38 წლის გელა კოკაიას , ცხვირ-ხახის არადიფერენცირებული კარცენომა, დაუდგინდა, რის გამოც სასწრაფოდ ესაჭიროება ისრაელში მკურნალობის გაგრძელება. აღსანიშნავია,რომ 30 მარტი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაარსების საიუბილეო თარიღია,რომლის გახსნითი მატჩი დინამო თბილისსა და ფოთის კოლხეთს შორის ფოთის კოლხეთი 1913-ის გამარჯვებით დასრულდა.

მსგავსი სტატიები