ფოთის პირველმა საჯარო სკოლამ, უკრაინელი მოსწავლე მიიღო 31 03 22
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ფოთის პირველმა საჯარო სკოლამ უკრაინელი მოსწავლე აკაკი პანაიოტი მიიღო.ის წარმოშობით ხარკოვიდანაა და შექმნილ ვითარების გამო უკრაინაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
ფოთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ნონა ჟვანიას განცხადებით უკრაინელი მოსწავლის ჩარიცხვა უახლოესი დღეების განმავლობაში მოხდება.
შეგახსენებთ რომ უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო სთავაზობს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე, სხვა ენებზე.