სიახლე 

ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში ,,ჩარეტის ფესტივალი”-ს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა 04 04 22

,,ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში” ,,ჩარეტი”-ს ფესტივალის ფარგლებში, კულტურის სტრატეგიის მომზადებაში ჩართული მოქალაქეების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა,რომელზეც კულტურის სტრატეგიის შექმნის პროექტი განიხილეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროექტის დირექტორის ნინო გვასალიას განცხადებით:ამ დროისთვის სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მასში ჩართულია არასამთავრობო, საჯარო და კერძო ორგანიზაციები ამასთან, ადგილობრივი პროფესიული , ორგანიზაციები და კულტურული ასოციაციები.აღსანიშნავია რომ კულტურის სტრატეგიის შექმნის პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რომელსაც გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ახორციელებს.

მსგავსი სტატიები