სიახლე 

ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში, მოსახლეობასთან, საკრებულოს წევრების შეხვედრა გაიმართა 08 04 22

ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის; სოციალურ საკითხთა კომისიის; ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის; და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს,რომელზეც მათი პრობლემები მოისმინეს და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილის, ზაალ კვინჩიას განცხადებით: აღნიშნული შეხვედრები საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით ჩატარდა და შეხვედრაზე ქალაქის ყველა უბნის მცხოვრები მოქალაქები იმყოფებოდნენ, ასევე იგეგმება მათ საცხოვრებელ სახლებში ვიზიტიც პრობლების გაცნობის და მისი აღმოფხვრის მიზნით აღსანიშნავია, რომ როგორც თვითმმართველობის წევრები აცხადებენ,მსგავსი სახის შეხვედრები მოქალაქეებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები