ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ,,9 აპრილის ” თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა 11 04 11
ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ,,9 აპრილის ” თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმისა და ფოტო მასალების ჩვენება გაიმართა. ლიტერატურული სალონის ,,გულის სამელნე’’-ს წევრებმა , 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე და დამოუკიდებელი საქართველოსთვის, აღნიშნული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია რომ ყოველი წლის 9 აპრილს, საქართველო თავისუფლებისთვის დაღუპულებს მიაგებს პატივს და ამავე დროს აღნიშნავს დღეს, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდა, როგორც 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობაცნობისათბის, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მრავალათასიანი მიტინგი სასტიკად დაარბია, – შემთხვევას, 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.