სიახლე 

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვებული ტვირთი უკრაინაში გაიგზავნა 11 04 22

საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვებული ტვირთი უკრაინაში გაიგზავნა. აღსანიშნავია რომ ჰუმანიტარული ტვირთი ფოთში დასაწყობდა,მოგვიანებით კი ,,საქართველოს ფოსტის” დახმარებით უკრაინაში გაიგზავნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 10 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, არა მალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება. ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვა მუნიციპალიტეტების მერიების სარეზერვო ფონდიდან, ასევე საჯარო მოხელეების, მოქალაქეების და ბიზნეს სექტორის შემოწირულობებით მოხდა. აღნიშნული,პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით ხორციელდება.

მსგავსი სტატიები