სიახლე 

ფოთმა დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალს უმასპინძლა

ფოთმა, დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალს უმასპინძლა, რომელშიც საქართველოს 15 რეგიონიდან – 600 მდე მოსწავლე მონაწილეობდა.ფესტავალის ფარგლებში 9, 11 და 13 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის მოზარდებმა. ორ-ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. სამივე კატეგორიაში ფოთელი მორაგბეებიც ასპარეზობდნენ,მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრებით გადაეცათ.ფესტივალის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგელებთან ერთად, რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და ვიცე პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ესწრებოდნენ.ასევე იმყოფებოდნენ, ფოთში ცნობილი მორაგბეები მამუკა გორგოძე, გია ლაბაძე, დავით კაჭარავა და გიორგი ნემსაძეაღსანიშნავია რომ, სეზონის ბოლოს, სარაგბო ფესტივალის დახურვას, კვლავ ფოთი უმასპინძლებს.

მსგავსი სტატიები