სიახლე 

ფოთი, ჭაბუკ მოკრივეთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობდა 12 04 22

5-10 აპრილს, ქალაქ ფოთში საქართველოს ჩემპიონატი 2006-2007 წლებში დაბადებულ ჭაბუკ მოკრივეთა შორის გაიმართა,რომელშიც 146 მოკრივე,მათ შორის 139 ვაჟი და 7 გოგო მონაწილეობდა. ჩემპიონატი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. აღსანიშნავია,რომ ფოთელმა მოკრივეებმა წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა წონით კატეგორიებში, მათ შორის ფოთის კრივის სასპორტო სკოლისა და მოკრივეთა კლუბ „ლიდერის“ სპორტსმენებმა. .აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის მეორე სკოლის სპორტ დარბაზში, სპორტის სამსახურის წარმომადგენლებსა და გამარჯვებულებს შორის,შეხვედრა გაიმართა,მათ სამომავლო გეგმებზე და აღნიშნული სპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია რომ საქართველოს ჩემპიონატი კრივში, ყოველწლიურად იმართება, გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული მოკრივეები, სიგელებით მედლებითა და თასებით ჯილდოვდებიან.

მსგავსი სტატიები