სიახლე 

ფოთში,ნაბადის უბანში, სამეგრელოს ქუჩაზე, სამხატვრო- სახელოსნო გაიხსნა 12 04 22

ფოთში,ნაბადის უბანში, სამეგრელოს ქუჩაზე, სამხატვრო- სახელოსნო გაიხსნა,რომელსაც მხატვარ-ფერმწერი ამირან კუპრავა ხელმძღვანელობს.სახელოსნოს შექმნის მიზანი მხატვრობით დაინტერსებული ახალგზრდებისთვის ფერწერის შესწავლაა. აღსანიშნავია რომ ამირან კუპრავა 20 წლის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა,ახლა კი ფოთში მამისეულ სახლში დაბრუნდა და ქალაქთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.მხატვარი ფოთში, გერმანელ კოლეგებთან ერთად, პლენერის ჩატარებას აპირებს,ამასთან იგეგემება არაერთი ღონისძიება, რომლის მიზანი ფოთში მხატვრობის კულტურის დამკვიდრებაა. როგორც ამირან კუპრავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ფოთში არის რესურსი იმისათვის რომ შეიქმნას მონუმენტური ხასიათის ნამუშევრები. ცნობისთვის, მხატვრის, ამირან კუპრავას ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებშია დაცული.

მსგავსი სტატიები