ფოთელი მოჭადრაკე საქართველოს ვიცე ჩემპიონი გახდა
ჭადრაკში, ზუგდიდელი ნიკა ქობალია საქართველოს ჩემპიონი გახდა, ფოთელი კახაბერ კიზირია კი ვიცე-ჩემპიონი. საქართველოს ჩემპიონატი 7 წლის წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის თბილისში გაიმართა.მას ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა.შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 80-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა. ნიკა ქობალიამ 9 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა და საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო კახაბერ კიზირია ვიცე ჩემპიონობას დასჯერდა. აღსანიშნავია ისიც , რომ ჭაბუკთა პირველ ხუთეულში სამეგრელოს რეგიონის ორი მოჭადრაკე მოხვდა.