სიახლე 

ფოთში დედაენის დღე აღინიშნა 14 04 22

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.დღეს ფოთში დედაენის კვირეული გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც მეთხუთმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა,იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს, ამასთან მშობლიური ენის მნიშვნელბასა და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორთა განცხადებით,ფოთში დედაენის კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიების ჩატარება იგემება. ცნობილია, რომ 37 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.

მსგავსი სტატიები