სიახლე 

5 წლის ბავშვები სკოლაში სწავლის დაწყებას შეძლებენ 15 04 22

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ინიციატივით, 1 ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვები სკოლაში წასვლას 5 წლის ასაკშიც შეძლებენ. ცვლილებები, 83 ხმით დამტკიცდა,რომლის თანახმად, სკოლაში შესვლას ის ბავშვებიც შეძლებენ, ვისაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულით 2 540 ბავშვი წელსვე ისარგებლებს.გამომდინარე იქიდან, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, აღნიშნული ცვლილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. აღნიშნულ საკითხს არ ეთანხმება ოპოზიცია.”ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ საკითხის განხილვა არასამთავრობო სექტორის და მშობლების ჩართულობით უნდა მოხდეს. საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ საკითხს “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და ბავშვების ინტერესებს უკანა პლანზე აყენებს. ცნობისათვის აქამდე არსებული კანონმდებლობით ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელი იყო თუმცა სკოლაში რეგისტრაცია მხოლოდ იმ ბავშვებს შეეძლოთ, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების დღის ჩათვლით (15 სექტემბერი) ჰქონდათ შესრულებული.

მსგავსი სტატიები