სიახლე 

ფოთის საკრებულოს წევრები დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდნენ 15 04 22

ფოთის საკრებულოს წევრები დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ მათ დეტალურად გააცნო საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივა ახალი ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შესახებ, რომელიც დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა საჭიროების უზრუნველსაყოფად, მშობლებისთვის ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით ითვალისწინებს. აღსანიშნავია რომ ინიციატივა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება და მშობლები დახმარების მიღებას მაისის თვიდან შეძლებენ

მსგავსი სტატიები