ლიბერთი შშმ პირთა მომსახურებისთვის გაეროს კონვეციის სტანდარტებს ნერგავს 17 04
ლიბერთი შშმ პირთა მომსახურებისთვის გაეროს კონვეციის სტანდარტებს ნერგავს.ახალი, მრავალეტაპიანი პროგრამის მიზანი შშმ პირთათვის მომსახურების და საბანკო პროდუქტების მისაწვდომობის გაუმჯობესებაა. კერძო სექტორსა და კომერციულ ბანკებში, შეფასების საერთაშორისო მეთოდოლოგია პირველად იქნა გამოყენებული. ამიტომ, ლიბერთიმ აღნიშნული პროცესის წარსამართად მოიწვია ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება და უშუალოდ შშმ პირები. შეფასების დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნება ლიბერთის სამუშაო გეგმა, რომელიც შშმ პირებისთვის მისაწვდომს გახდის საბანკო მომსახურებას, მომსახურების სტანდარტები კი სრულად იქნება მორგებული შშმ პირთა გაეროს კონვენციის სტანდარტებს.