სიახლე 

პროექტის „ქართული ენა-გზა ჩემი მომავლისაკენ ” შემაჯამებელი ღონისძიება, გაიმართა 18.04.2022

ფოთში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, პირველი სკოლის იდეათეკაში, პროექტის „ქართული ენა-გზა ჩემი მომავლისაკენ ” შემაჯამებელი ღონისძიება, გაიმართა, რომელშიც ეთნიკურ უმცირესობათა მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ წარმოადგინეს ესეები, რომელშიც ქართული ენის, კულტურისა და სკოლის მიმართ პატივისცემა და სიყვარული გამოხატეს. ისაუბრეს ქართველ ხალხთან თანაცხოვრების ისტორიისა და ტრადიციების შესახებ.ღონისძიებას ფოთის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია,რომ ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის გადაწყვეტილებით, კონკურსში მონაწილე მოსწავლეები ზუგდიდში, განახლებული დადიანების სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად გაემგზავრებიან, სადაც საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.

მსგავსი სტატიები