სიახლე 

„ეს ქვეყანა შენია“ 19 04 22

,,ეს ქვეყანა შენია, გაიზიარე პასუხისმგებლობა,რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი წარმოგდგენთ. გადაცემა ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი განათლების, კერძოდ კი სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციას და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. პროექტს რომელსაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა, კონსორციუმ კონდრად ადენაურერის ფონდის ხელმძღვანელობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ ორგანიზაცია ,,დიოსკურია”-ს შესახებ. აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო, ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხელშემწყობი ასოციაცია “დიოსკურია” დაფუძნდა 2000 წლის ივნისშიდღეს მისი კვლევის სფეროებია : ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, გენდერული პრობლემების გადაწყვეტის გზების მოძიება, ახალგაზრდების გაძლიერება არაფორმალური განათლებით,ამასთან სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება,სამეგრელო-ზემო სვანეთში და ეკოლოგიური პროექტები. აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ,დღევანდელი გადაცემის სტუმარია,ორგანიზაცია ,,დიოსკურია””-ს დამფუძნებელი ნონა ხუხია.

მსგავსი სტატიები