სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 29 04 22

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აპრილიდან 3 მაისამდე ამინდი გაუარესდება. ქვეყნის ცალკეულ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. 

29 აპრილს დღის ბოლოდან 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 2 მაისს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,

30 აპრილს ფოთში დღისითა და ღამით მოღრუბლული ამინდი გველოდება, უმეტესად უნალექოდ. ღამით შესაძლებელია მცირე წვიმა.

 ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 +13 ხოლო ღამით +9 +11 გრადუსი იქნება.

 1 მაისს ფოთში დღისითა და ღამით მოღრუბლულ ამინდს უნდა ველოდოთ,  დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 +12 გრადუსი ,ღამით +9 +11 გრადუსი იქნება.

 2 მაისს ფოთში მოსალოდნელია დღისით მოღრუბლული ამინდი ღამით ცვალებადი მოღრუბლულობა და წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 +13 ღამით +10 +12 გრადუსი იქნება.

მსგავსი სტატიები