ფოთის ბიბლიოთეკაში გამოფენა მოეწყო 29 04 22
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკის კვირეული ტარდება, რომელიც მიზნად ისახავს წიგნის პოპულარიზაციას და მკითხველთა ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებში.
დღეს კვირეულის ფარგლებში, ფოთის სამხატვრო სკოლის პედაგოგის მაია გვალიას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. წარმოდგენილია რელიგიურ თემაზე შესრულებული ნახატები – პორტრეტები.
აღსანიშნავია რომ კვირეულის ფარგლებში, წარმოდგენილია, ხელოვან ბიბლიოთეკართა, თამარ ყაზარაშვილის და ლეილა შეროზიას ხელნაკეთი ნივთები, ამასთან ფოტო გამოფენა თემაზე ,,ბიბლიოთეკის ისტორიული გზა“.