ფოთელმა მოჭადრაკეებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს 02 05 22

27 – 30 აპრილს ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 14 და 10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა რომელიც ფოთელ მოჭადრაკეთა გამარჯვებით დასრულდა. ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეებმა ოთხივე კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს და 12 შესაძლო მედლიდან 9 მოიპოვეს. რეგიონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ:კახაბერ კიზირია – 14 წლამდე ჭაბუკთა შორის, ანა სანიკიძე – 14 წლამდე გოგონათა შორის, ალექსანდრე თარგამაძე – 10 წლამდე ჭაბუკთა შორის და ნინო ლიპარტია – 10 წლამდე გოგონათა შორის. ვერცხლის მედალი გიორგი წულაიამ 10 წლამდე ჭაბუკთა შორის მოიპოვა. ხოლო ბრინჯაოს მედლებს ლუკა წურწუმია – 14 წლამდე ჭაბუკთა შორის და მარიკა ბართაია – 14 წლამდე გოგონათა შორის, იაკობ რატიანი – 10 წლამდე ჭაბუკთა შორის და ელენე ჯობავა – 10 წლამდე გოგონათა შორის დაეუფლნენ. აღსანიშნავია რომ ჩემპიონატში ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის და მესტიის 45 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მოჭადრაკეები რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გერმანე სალიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

მსგავსი სტატიები