ფოთის კოლხური კულტურის კოშკში შეხვედრა გაიმართა 02 05 22

2023 წელს ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილეა. თარიღთან დაკავშირებით ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის კოშკში , ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ფარეშიშვილმა შეხვედრა გამართა,რომელზეც ნიკო ნიკოლაძის პიროვნების წარმოჩენის მნიშვნელობაზე და საიუბილეო წლის აღნიშვნის აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია რომ შეხვედრის დასასრულს ,,ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების’’ თავმჯდომარე გიორგი ფარეშიშვილმა, ბექა გუგუშვილს, ნონა სილაგავას, ნინო გვასალიას, იამზე გორგოტაძეს, გერმანე სალიას და კესარია კალანდარიშვილს საზოგადოების მხარდაჭერისა და ქალაქ ფოთის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის, მადლობის სიგელები და ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო მედალიონი გადასცა. ორგანიზატორთა განცხადებით მსგავსი შეხვედრები, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება

მსგავსი სტატიები