ფოთში, გზების რეაბილიტაცია დაიწყო 04 05 22
ფოთში 26 მაისის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს,რომლის ფარგლებშიც სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდ -ბოგირები მოეწყობა. ამჟამად ასფალტ-ბეტონის გზის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს. ფოთის მერის ბექა ვაჭარაძეს განცხადებით: პარალელურად, წმ. ნინოს და ფალიაშვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ცნობისათვის, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 19 მაისს დასრულდება.