წიგნის პრეზენტაცია, ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 04 05 2022

ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების, გურამ დოჩანაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში, ირაკლი ბოკუჩავას ახალი წიგნის – პროექტი „საქართველოს ინიციატივა“პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში დეტალურადაა მოთხრობილი 1990 წელს „განახლების ქართულ-ამერიკულ დასსა” და ამერიკის „ევოლუციური სამსახურის ინსტიტუტის“ მიერ წამოწყებული პროექტის „საქართველოს ინიციატივის“ შესახებ, რომელსაც ამერიკული მხარე აფინანსებდა და რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის შემზადებას ახალი პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობისათვის, სსრკ-ს მოსალოდნელი დაშლის დროს. როგორც წიგნის ავტორმა განაცხადა: იმ დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა რაშიც დიდწილად რუსეთის ხელი ერია, ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი გახადათუმცა მიუხედავად ამისა, ამ პროექტის მცირე ნაწილი მაინც შედგა და 170 ფოთელი, 30 თბილისელი, 10 რუსთაველი და 4სენაკელი მოსწავლე გაემგზავრა აშშ-სა და გერმანიაში სასწავლებლად ერთი წლით. ინტერვიუ აღსანიშნავია რომ შეხვედრას მწერლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები