ფოთის საზღვაო ცენტრში პროფესიულ პროგრამებზე მოსწავლეთა მიღება დაიწყო 03 05 22

ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში პროფესიულ პროგრამებზე მიღება დაიწყო. ესენია: თევზსაჭერი გემის ნავიგაცია, შედუღება, საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია, სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია, სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკა, პორტის ლოჯისტიკის მენეჯმენტი, საბაჟო საქმე და ამწის ოპერირება.აღსანიშნავია რომ ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან დაემატა ფოთის ფილიალში ორი ბიზნეს მიმართულების საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკა – ტრანსპორტის ეკონომიკა;ფინანსები – საფინანსო საქმე და დაზღვევა ტრანსპორტზე, ამოქმედდა.ცნობისათვის რეგისტრაცია 2 მაისიდან 22 აგვისტომდე გაგრძელდება და შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე მისვლით ისე ონლაინ პლატფორმაზე.

მსგავსი სტატიები