სიახლე 

ფოთში კეფალის ფესტივალის ფარგლებში მორიგი აქტივობა გაიმართა 21 06 22

ფოთში ,,ხელოვანთა სკვერი’’-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,კეფალის ფესტივალის’’ ფარგლებში, მორიგი აქტივობა გაიმართა. ორგანიზატორებმა სკვერში განთავსებული ფესტივალის სიმბოლო განაახლეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს ,ცნობისათვის ფესტივალი წელს 20 აგვისტოს ჩატარდება. აღსანიშნავია,რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში , მსოფლიო პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიება ონლაინ ფორმატში იმართებოდა. ცნობისათვის ,,კეფალის ფესტივალი’’ სხვადასხვა აქტივობების სახით, ოქროს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე , მალთაყვის პლაჟზე, კოლხეთის ეროვნულ პარკსა და ქალაქის ცენტრალურ პარკშია დაგეგმილი.

მსგავსი სტატიები